პარლამენტში 20 სექტემბერს თეა წულუკიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში, ვახტანგ გომელაურსა და ლევან დავითაშვილს კი, 22 სექტემბერს ინტერპელაციის წესით მოუსმენენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით 22 სექტემბერს მოუსმენენ.
ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
ასევე, 22 სექტემბერს შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით მოუსმენენ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს.
გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, ოთხშაბათს, 20 სექტემბერს დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი.