პარლამენტში 16-17 დეკემბერს ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრებს მოუსმენენ
16-17 დეკემბერს პარლამენტში ორი მინისტრის მოსმენა იგეგმება.
კერძოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკისა და იუსტიციის მინიტრები მივლენ.
ამასთან, კახა კუჭავას განმარტებით, ოთხშაბათს დამტკიცდება ბიუჯეტი.
„მომავალი კვირა ბოლო სასესიო კვირაა. ხუთშაბათს და პარასკევს გვექნება ორი მინისტრის – ეკონომიკის და იუსტიციის მინისტრების მოსმენა და ოთხშაბათს გვექნება ბიუჯეტის დამტკიცება. სამშაბათი იქნება ჩვეულებრივად განცხადებების დღე, როგორც წესია და ყველა ის კანონპროექტი, რომელიც მისაღები გვაქვს, გადანაწილდება. რამდენიმე დაჩქარებულითაა შემოსული, რომელსაც მხარს დავუჭერთ. გადანაწილდება, კვირის განმავლობაში რომ იქნას მოსმენილი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.