პარლამენტს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია დღეს წარედგინება
საქართველოს პარლამენტს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია დღეს წარედგინება.
როგორც საქართველოს პირველ არხს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განუცხადა, მთავრობა პარლამენტს დოკუმენტს დღეს დღის ბოლომდე გადაუგზავნის.
გიორგი კაკაურიძე არ აკონკრეტებს, რა ცვლილებები განხორციელდა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.
„დეტალებზე მას შემდეგ ვისაუბრებ, რაც ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს წარედგინება“, – განაცხადა კაკაურიძემ.
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის განხილვა საკომიტეტო ფორმატში დაიწყება, ფინანსური დოკუმენტის დამტკიცება საშემოდგომო სესიის ბოლომდე მოხდება.