საქართველოს პარლამენტმა ახალი წევრის უფლებამოსილება ცნო.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოთარ ჩრდილელის შემცვლელის ზურაბ ხაჩიძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს უყარეს კენჭი.
საკითხს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ოთარ ჩრდილელმა საპარლამენტო უმრავლესობა და პარლამენტის შემადგენლობა რამდენიმე თვის წინ დატოვა.
ზურაბ ხაჩიძე პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით გახდა.