პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აირჩია.
ნინო ქადაგიძის კანდიდატურას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.
ქადაგიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი იყო.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, რომლებიც პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებენ.
პლენარულ სხდომას თავად ნინო ქადაგიძეც დაესწრო.
მან საკუთარი ხედვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დღეს წარუდგინა, სადაც მისი მოსმენა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ნინო ქადაგიძემ დეტალურად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელთა გატარებასაც უზენაეს სასამართლოში აპირებს.