საკანონმდებლო ორგანომ უმრავლესობის ორი წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოხდა ბაია კვიციანისა და გელა სამხარაულის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობა.
აღნიშნულმა დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი სესიაშვილი და მარიამ ქვრივიშვილი ჩაანაცვლეს.