პარლამენტმა შოთა შალელაშვილის ადგილმონაცვლის, ლევან მგალობლიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ცნოს
პარლამენტმა ლევან მგალობლიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ცნოს.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სადეპუტატო უფლებამოსილება შოთა შალელაშვილს შეუწყდა, რომელმაც დეპუტატის მანდატზე უარი თავად თქვა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით შოთა შალელაშვილის ადგილმონაცვლე ლევან მგალობლიშვილია.
როგორც საქართველოს პირველ არხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტში განუცხადეს, პარლამენტი ლევან მგალობლიშვილის თაობაზე დოკუმენტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ელოდება.
მას შემდეგ, რაც ცესკო-ს წარდგინება პარლამენტში შევა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი საკითხს განიხილავს და ლევან მგალობლიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობა პლენარულ სხდომაზე მოხდება.