პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამოაქვეყნა
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ გასაუბრებაზე კომისიის წევრებისგან მიღებული ხმების ოქმები გამოაქვეყნა.
პარლამენტის მიერ დაკომპლექტებულმა საკონკურსო კომისიამ სხდომა გუშინ გამართა, სადაც კანდიდატების მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია განიხილა და კანდიდატთა მოსაზრებები მოისმინა.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ნინო კაკაბაძემ 9 დადებითი ხმა მიიღო; ია მამალაძემ – 9 დადებითი; ზვიად დევდარიანმა – 7 დადებითი, 2 უარყოფითი; ბესიკ ლილუაშვილმა – 7 დადებითი, 2 უარყოფითი; იზაბელა ოსიპოვამ – 7 დადებითი, 2 უარყოფითი; დონარა შონავამ – 7 დადებითი, 2 უარყოფითი; ბაბუცა პატარაიამ – 6 დადებითი, 3 უარყოფითი; ზაზა შათირიშვილმა – 6 დადებითი, 3 უარყოფითი; მალხაზ ასლამაზაშვილმა – 5 დადებითი, 4 უარყოფითი; ნათია კობერიძემ – 5 დადებითი, 4 უარყოფითი; ნათია სირაბიძემ – 5 დადებითი, 4 უარყოფითი; ხატია ყურაშვილმა – 5 დადებითი, 4 უარყოფითი; ვლადიმერ ბოჟაძემ – 2 დადებითი, 7 უარყოფითი; დავით კორახაშვილმა – 9 უარყოფითი.
საკონსკურსო კომისიამ 14 მსურველიდან 12 კანდიდატი შეარჩია, რომელთა შორის არიან – ნინო კაკაბაძე, ია მამალაძე, ზვიად დევდარიანი, ბესიკ ლილუაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, დონარა შონავა, ბაბუცა პატარაია, ზაზა შათირიშვილი, მალხაზ ასლამაზაშვილი, ნათია კობერიძე, ნათია სირაბიძე, ხატია ყურაშვილი. რაც შეეხება დავით კორახაშვილსა და ვლადიმერ ბოჟაძეს, მათ კომისიამ მხარი არ დაუჭირა.
საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ კანდიდატებს კენჭს სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში უყრის. დეპუტატებმა სამეურვეო საბჭოს წევრად 12 კანდიდატიდან ოთხი უნდა აირჩიოს.