პარლამენტმა „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას 80 ხმით მხარი დაუჭირა.
შეთანხმების დეტალებზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობა სამხედრო განათლებას, წვრთნას და სწავლებებს, ლოგისტიკას, სამხედრო მედიცინას, სამხედრო კანონმდებლობას და ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებს მოიცავს.