პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აირჩია.
რატი იონათამიშვილს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რატი იონათამიშვილი საპროკურორო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით არის წარდგენილი.
საპროკურორო საბჭოში რატი იონათამიშვილმა მიხეილ სარჯველაძე შეცვალა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა.