პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საყოველთაო-სახალხო კომისია შექმნა
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საყოველთაო-სახალხო კომისია შექმნა.
შესაბამისი დადგენილების პროექტს კენჭი უყარეს რამდენიმე წუთის წინ.
დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა 114-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი იყო.
კენჭისყრას დაესწრო საპარლამენტო ოპოზიცია. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები.
დადგენილების მიხედვით, საკონსტიტუციო კომისია ცხრა წევრით დაკომპლექტდა, კომისიის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება, წევრებად კი განსაზღვრული არიან, მამუკა მდინარაძე, ირმა ინაშვილი, სერგი კაპანაძე, მარიამ ჯაში, ირაკლი კობახიძე, თინა ბოკუჩავა, თენგიზ შარამანაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი.
როდის დაიწყება და რა ფორმატში სახალხო განხილვები, ეს ამ დროისთვის არ კონკტერდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ განხილვა ვირტუალურად მოხდეს.