პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, სოფო ქაცარავას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა
საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, სოფო ქაცარავას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.
გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით, პარლამენტს თავად სოფო ქაცარავამ მიმართა.
სოფო ქაცარავამ პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა, რაც კენჭისყრაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მომზადებულ კონსტიტუციური პროექტის ჩავარდნას უკავშირდება. მოგვიანებით, სოფო ქაცარავამ სადეპუტატო მანდატზეც თქვა უარი.