პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილებებს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს, პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა (არც ერთი წინააღმდეგი).
კანონპროექტის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას საკუთარ გდაწყვეტილებას დაასაბუთებს. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ჩატარებული კენჭისყრა ღია იქნება, თუმცა ამ ინფორმაციის სხვისთვის გამჟღავნება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
ამასთან, პროექტის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმიც შემოდის. კერძოდ, კენჭისყრის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატს უფლება ექნება, მიღებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს, თუ მიაჩნია, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესში საბჭოს წევრი იყო მიკერძოებული და მისი მიდგომა იყო დისკრიმინაციული; ასევე, თუ საბჭოს წევრმა გადაამეტა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც, დაირღვა კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას.