პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს კენჭი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყარეს.
ცვლილებები მეორე მოსმენით ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 94 დეპუტატმა წინააღმდეგ წავიდა – ოთხი. ცვლილებების განხილვას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ.
ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება დღეს იგეგმება. “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებები ეუთო/ოდირი-ს 27 რეკომენდაციის საფუძველზე მომზადდა.