პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.
საარჩევნო რეფორმას მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ სამი კანონმდებელი წავიდა.
კენჭისყრის შედეგად ირკვევა, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცეს თამარ ჩარკვიანმა, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა.
კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეიკავეს „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
საარჩევნო რეფორმით ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო კოდექსი, მათ შორის იცვლება საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი, არჩევნები ჩატარდება ელექტრონული სისტემით, აკრძალული იქნება აგიტაცია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.