პარლამენტმა რეზერვის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა რეზერვის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა რეზერვის რეფორმის შესახებ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით, 82 მომხრე ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღო. ცვლილება სულ 11 კანონს ეხება, რომლის ძირითადი ნაწილი 2018 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება. ხოლო სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის ნაწილი, 2020 წლის პირველი ივნისიდან უნდა ამოქმედდეს.

კანონპროექტის თანახმად, რეზერვი ორი სახის იქნება – აქტიური და სამობილიზაციო.

მიმდინარე წელს საპილოტე პროექტი იწყება, რომელიც აქტიურ რეზერვში 260 პირის მიღებას ითვალისწინებს.

სამობილიზაციო რეზერვი კი, მოგვიანებით ამოქმედდება და ის სავალდებულო იქნება.