პარლამენტმა „ქართული ოცნების“ ხუთი ახალი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „ქართული ოცნების“ ხუთი ახალი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილებების პროექტებს პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი და მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დღეიდან შეუდგნენ გიორგი ჩაკვეტაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი კირცხალია, სალომე ქურასბედიანი და მერაბ ქვარაია.
ისინი ფრაქცია „ქართული ოცნების“ პარლამენტიდან წასული ხუთი დეპუტატის – გიორგი ამილახვარის, ირაკლი კოვზანაძის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილისა და გიორგი ხელაშვილის ადგილმონაცვლეები არიან.