პარლამენტმა „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები განიხილა.

კანონპროექტის მიხედვით, მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის და კომპენსაციის გაცემის წესის დამტკიცების ვალდებულება 2025 წლამდე გადავადდება.

„პროექტით საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულება, ძალადობის მსხვერპლთათვის მოხდეს კომპენსაციის გაცემა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. ამასთან, 2022 წლის პირველ იანვრამდე მთავრობამ უნდა დაამტკიცოს მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა და გაცემის წესი. ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი სერვისები უზრუნველყოფილი არის სახელმწიფოს მხრიდან როგორც კრიზისული ცენტრების ასევე, თავშესაფრების, იურიდიული, ფსიქოლოგიური კონსულტაციების და წარმომადგენლობების კუთხით ისევე, როგორც სრულად ხდება ჯანმრთელობის ზიანის ანაზღაურება. სერვისების უზრუნველყოფას და სერვისების ზრდას აღნიშნული გადავადება ხელს არ შეუშლის“, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ.

პარლამენტმა, წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი 79 ხმით, შვიდის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.