პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის წესი შეცვალა
პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და 98 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანას, რომელიც პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის წესს ეხება.
კერძოდ, კანონს ემატება მუხლი: „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენისგან გათავისუფლების დროებითი წესი“.
ცვლილების თანახმად, 2024 წლის არჩევნების დანიშვნამდე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენა არ მოეთხოვებათ.
ცვლილებების ინიციატორები იყვნენ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრები: ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია.
კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.