პარლამენტმა ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლედ ქეთევან თურაზაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
პარტია „მოქალაქეების“ წევრი ქეთევან თურაზაშვილი პარლამენტში საქმიანობას დღეიდან შეუდგა. თურაზაშვილმა ლევან იოსელიანი შეცვალა.
პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის, ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ და 79 ხმით დაამტკიცეს.
პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი 7 მარტს აირჩია.