პარლამენტმა ეროვნული ბანკის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კომისიები დაამტკიცა
პარლამენტმა ეროვნული ბანკის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კომისიები დაამტკიცა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლების დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კომისიების შემადგენლობა დაამტკიცა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომისიების შემადგენლობა დეპუტატებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ გააცნო.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ორივე კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს ოთხ უმსხვილეს აუდიტორულ კომპანიას, ე.წ. დიდი ოთხეულს – Ernst & Young-ს, PricewaterhouseCoopers-ს, Deloitte Touche-Tohmatsu-სა და KPMG-ს სთავაზობენ. კომისია აუდიტორულ კომპანიას ოქტომბრამდე შეარჩევს.