საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთი წევრი აირჩია.
საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით ცესკო-ს წევრი გიორგი შარაბიძე გახდა. მას მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ 12 წავიდა.
დეპუტატებმა მეორე კანდიდატს, ნათია იოსელიანსაც უყარეს კენჭი, თუმცა მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე ჩავარდა.
პარლამენტს ცესკო-ს წევრად გიორგი შარაბიძის კანდიდატურა პრეზიდენტმა წარუდგინა.
გიორგი შარაბიძე 2013 წლის დეკემბრიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა.