პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილე პირთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა გამოაქვეყნა
პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილე პირთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა გამოაქვეყნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამოსცა ბრძანება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის სამი კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.

დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც პირადად (საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის გამზირი 8), ისე ელექტრონული ფოსტის ([email protected]) საშუალებით, 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით.

წარსადგენი დოკუმენტების სრული ჩამონათვალის ნახვა პარლამენტის ვებგვერდზეა შესაძლებელი.