პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩია.
საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ცესკო-ს თავმჯდომარე ისევ გიორგი კალანდარიშვილი გახდა. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ორმა. რეგისტრაცია გაიარა სულ 110-მა დეპუტატმა.
გიორგი კალანდარიშვილი თანამდებობაზე ექვსი თვით აირჩიეს, რადგან მისი არჩევა მეორე კენჭისყრის შედეგად მოხდა, რაც თანამდებობაზე მის გამწესებას 5 წლის ნაცვლად, 6 თვით ითვალისწინებს.
ამასთან, პარლამენტმა ცესკო-ს წევრებად ასევე ექვსი თვის ვადით აირჩია მაია ზარიძე (80 მომხრე, ორი წინააღმდეგი) და გია ცაცაშვილი (78 მომხრე, ორი წინააღმდეგი).
მათ კანდიდატურებსაც განმეორებით უყარეს კენჭი, რადგან პირველი კენჭისყრის დროს ვერც ერთმა ვერ მოაგროვა ხმების ორი მესამედის რაოდენობა.