პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი 83 ხმით მესამე მოსმენით დაამტკიცა.
პროექტის ავტორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეა. მისი განცხადებით, ამნისტია შეეხება დაახლოებით ექვსი ათასზე მეტ პრობაციონერს და ოთხი ათას ისეთ პირს, რომელსაც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებული ჰქონდა სისხლის სამართლის განაჩენით ჯარიმები. დეპუტატის განცხადებით, საკმაოდ ფართოა წრე ადამიანების, რომლებსაც „ამნისტიის შესახებ“ კანონი ადგენს.
„1 500-ზე მეტ მოქალაქეს, რომელიც საპატიმროში იმყოფება, შეეხება ამნისტია. ასევე, ამნისტია შეეხება დაახლოებით ექვსი ათასზე მეტ პრობაციონერს და ოთხი ათას ისეთ პირს, რომელსაც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებული ჰქონდა სისხლის სამართლის განაჩენით ჯარიმები. შესაბამისად, საკმაოდ ფართოა წრე ადამიანების, რომლებსაც „ამნისტიის შესახებ“ კანონი ადგენს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან, როგორც სარჯველაძე აცხადებს, დაზუსტდა, რომ ამნისტია სისტემურ დანაშაულის ჩადენაზე არ გავრცელდება.
კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები. ამაასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით და ამის შემდგომ მათ ექნებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გაუმჯობესებული, შედარებით შეღავათიანი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა.