პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო – სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ვინაობა ცნობილია.
საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, ჯგუფში იქნებიან: პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე- კომისიის თავმჯდომარე; პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – ირმა ინაშვილი; საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე; ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე; პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი; ექსპერტი ვასილ გონაშვილი; ექსპერტი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე თენგიზ შარმანაშვილი; გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში; პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მთავარი სპეციალისტი თორნიკე ჭეიშვილი.
კომისიის შემადგენლობაში არ არიან “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები, რადგან მათ პროცესში ჩართვაზე უარი თავად განაცხადეს.