პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე რატი იონათამიშვილი აირჩია
პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე რატი იონათამიშვილი აირჩია

პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე რატი იონათამიშვილი აირჩია.

იონათამიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არცერთი არ იყო.

საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ასევე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა მიხეილ სარჯველაძეს.