პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მეათე მოწვევის პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.

მთავრ ფინანსურ დოკუმენტში ელექტროენერგიის და წყლის გაძვირებული ტარიფის სახელმწიფო სუბსიდირებისთვის 105 მილიონი ლარი გამოიყო, რაც იმას მიშნავს, რომ მოქალაქეს, რომელიც თვეში 300 კილოვატ/ საათზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, დენის ტარიფის ძველ და ახალ ფასს შორის სხვაობას მთავრობა დაუფარავს.

ანალოგიური სუბსიდირების მექნიზმი წყლის გაძვირებულ ტარიფზე სოციალურად დაუცველებისთვის იმოქმედებს. სუბსიდირება ნაწილობრივ ბიზნესის ნაწილსაც შეეხება. ბოლო ცვლილება მთავარ ფინანსურ დოკუმენტში დღეს, კენჭისყრამდე ორი საათით ადრე შევიდა.

გაძვირებული კომუნალური ტარიფების სუბსიდირებისთვის თანხები სხვადასხვა უწყებას მოაკლდა და მთავრობის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ეკონომიკის სამინისტროს ასიგნებებში აისახა.

2021 წლის ბიუჯეტს დღევანდელ როგგარეშე სესიაზე დეპუტატები მთელი დღის განმავლობაში განიხილავდნენ. მთავარი ფინანსური დიკუმენტის ძირითადი პარამეტრები ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წარადგინა.

2021 წლის ბიუჯეტი 18 მილიარდ 400 მილიონამდე ლარით განისაზღვრა, რომელიც 4,3-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლი. პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო დეფიციტი 7,6 პროცენტი, ინფლაცია 3 პროცენტი, სახელმწიფო ვალი კი კრიტიკულ ზღვარს 60 პროცენტს გადასცდება. დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე ბიუჯეტის განხილვას ოპოზიცია არ ესწრებიდა, რადგან ამ დრომე ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.