პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა.
ბიუჯეტის პროექტს მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, 9 წინააღმდეგი იყო.
მომავალი წლის ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 13 მილიარდ 90 მილიონ ლარს შეადგენს.
დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი გუშინ პლენარულ სხდომაზე განიხილეს და საკითხისთვის კენჭისყრა იგეგმებოდა, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა გუშინ ვერ შედგა. ამიტომაც კანონმდებლებმა ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დღეს უყარეს კენჭი.