საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებებს 89-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
დოკუმენტი პარლამენტის წევრებს პლენარულ სესიაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.
2017 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ეკონომიკის რეალური ზრდის 4.0%-იან მაჩვენებელზე, თუმცა 10 თვის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით,რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 4,9 პროცენტი. შესაბამისად, უკვე დამტკიცებული პროექტით ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი შეადგენს4.5%-ს, თუმცა მოსალოდნელია, რომ საბოლოო მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 11 487.2მლნ ლარით განისაზღვრა, რაც დამტკიცებულ მოცულობას აღემატება 30.0 მლნ ლარით, მათ შორისსაბიუჯეტო სახსრების ნაწილში ზრდა შეადგენს 35.0 მლნ ლარს.საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრა8 980.0 მლნ ლარით, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით ზრდა შეადგენს 160 მლნ ლარს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები იზრდება 305.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 11 720.5 მლნლარით. მათ შორის სახსრები 35 მლნ ლარი გამოიყოფა ფაროსანას წინააღმდეგ განსახორციელებლი ღონისიებების დასაფინანსებლად; გაზიფიცირების ღონისძიებებისათვის 50 მლნ ლარის მობილიზება მოხდება; ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტში ხდება 106 მლნ ლარის მობილიზება ქ. ქუთაისის აეროპორტის, ზამთრის კურორტების განვითარებისა და ბიზნეს სახლის მშენებლობისათვის.
„მნიშვნელოვანია, წელს მიღებული დამატებითი რესურსი, მიმდინარე წელსვე მიიმართოს იმპრიორიტეტული პროექტების ფინანსური უზრუნველყოფისთვის, რომელთა განხორციელება გაგრძელდება 2018 წელს. ამასთან, ცვლილებებისმიხედვით, თანხები ძირითადად გამოიყოფა სახელმწიფო საწარმოების კაპიტალის გასაზრდელად. შესაბამისად, აღნიშნულისაწარმოები შეძლებენ წელსვე დაიწყონ სატენდერო პროცედურები, რაც თავის მხრივ, დააჩქარებსმომდევნო წელს პროექტების განხორციელების ვადებს,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
როგორც მან აღნიშნა, მნიშნელოვანია, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს საბიუჯეტოდეფიციტის მოცულობაზე. მისი თქმით, 2017 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ბიუჯეტის (მოდიფიცირებული) დეფიციტის 3.7%-იანმაჩვენებელზე, ხოლო წარმოდგენილი ცვლილებების შემდგომ საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელიშემცირდება მშპ-ს 3.4%-მდე, თუმცა ფაქტიური შესრულების მიხედვით შესაძლებელია კიდევ უფროდაბალ მაჩვენებელს მივაღწიოთ. 2018 წელს საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება დაგეგმილია მშპ-ს3.0%-მდე.