რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
დღეს, 16:00 საათიდან რუსთაველზე ზაზა სარალიძის მიმართ სოლიდარობის აქცია იმართება. მოგვიანებით, აქციაზე მისული ადამიანების სიმრავლის გამო, გზის სავალ ნაწილზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ავტომობილები ჩვეულ რეჟიმში გადაადგილდებიან.