პარლამენტის წინ აქციაზე მედიაპროექტი „სირცხვილია“ გრძელდება
პარლამენტის წინ აქციაზე მედიაპროექტი „სირცხვილია“ გრძელდება

პარლამენტის წინ აქციაზე მედიაპროექტი „სირცხვილია“ გრძელდება. აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის წინ 41 ბანერი განათავსეს, რომელიც, მათი თქმით, მმართველ გუნდთან დაკავშირებულ სამარცხვინო მოვლენებს გამოხატავს. აქციის ორგანიზატორების თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ სიმბოლურ 41-ე დღეს ლევან ბერძენიშვილთან ერთად „ქართული ოცნების“ 41 სირცხვილზე ისაუბრებენ.

პროექტი ყოველდღე 20:20 საათიდან 22:00 საათამდე „ფეისბუქისა“ და სხვადასხვა მედიასაშუალებების პირდაპირ ეთერში გადაიცემა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, გადაცემების მიზანი სხვადასხვა პროფესიის სტუმრებთან ერთად აქციასთან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვაა.

დღეს აქციის 41-ე დღეა. მისი ორგანიზატორების თქმით, აქცია გაგრძელდება, ვიდრე შს მინისტრი გახარია პოსტს არ დატოვებს.