პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საინფორმაციო ფორმატი, მედიაპროექტი „სირცხვილია“ გრძელდება. დღევანდელი სტუმრები გიორგი მშვენიერაძე და ბექა ბასილაია არიან. ისინი 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების მიმდინარეობას აფასებენ.
პროექტი ყოველდღე 20:20-დან 22:00 საათამდე „ფეისბუქითა“ და სხვადასხვა მედიასაშუალებებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, გადაცემების მიზანი სხვადასხვა პროფესიის სტუმრებთან ერთად აქციასთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვაა. დღევანდელი სტუმრები ასევე იქნებიან ანა ნაცვლიშვილი და ნაზი ჯანეზაშვილი.