პარლამენტის წევრებს პლანშეტები დაურიგეს
პარლამენტის წევრებს პლანშეტები დაურიგეს

საქართველოს პარლამენტის წევრებს პლანშეტები დაურიგდათ. დეპუტატები სხდომათა დარბაზში საკანონმდებლო საქმიანობას მომავალში პლანშეტების საშუალებით წარმართავენ, სადაც განთავსებულია მასალები, როგორც კანონპროექტების სახით, ასევე მოცემულია განსახილველი საკითხები.

აღნიშნული სისტემა უკვე დაინერგა ბიუროს სხდომაზე, თუმცა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პლანშეტების მსგავსად დარიგებულია სხდომის დღის წესრიგი და განსახილველი კანონპროექტებიც. პლანშეტებით ქაღალდის ჩანაცვლების მიზეზად ტექნოლოგიური განვითარება და ხარჯების შემცირება სახელდება.