პარლამენტის თბილისის სასახლეში მდებარე სამლოცველოში იუნკრების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს
საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.
პარაკლისს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა მემორიალი ყვავილებით მათთან ერთად დეპუტატებმაც შეამკეს.
„დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც ერთი საუკუნის წინ ჩვენთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. 25 თებერვალი არ არის ბრძოლის დასრულების დღე, მაშინ დაიწყო ის ბრძოლა, რომელიც დაგვირგვინდა ჩვენი გამარჯვებით და დამოუკიდებლობის აღდგენით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.