საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებთან ერთად, სექტორ „სადახლოს“ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა.
შალვა პაპუაშვილმა სექტორზე არსებული სატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობა, ასევე შენობა და თანამედროვე ელექტრონული დაკვირვების სისტემები დაათვალიერა.
პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციაც გააცნეს.
შალვა პაპუაშვილმა მესაზღვრეებს პროფესიული მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებს სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.