პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს [ვიდეო]
არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რანგში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და კოორდინაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
არჩილ თალაკვაძეს სალომე ზურაბიშვილმა ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა.