საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დღეს გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ 

პირველი სატელევიზიო ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში.

რას ცვლის ახალი პოლიტიკური რეალობა საზოგადოებისთვის და დასრულდება თუ არა ექვსთვიანი პოლიტიკური უთანხმოება შარლ მიშელის დოკუმენტის პირობების განხორციელების შემდეგ.

ამნისტიის ორი კანონპროექტი, ნიკა მელიას გათავისუფლება, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, დასავლეთთან თანამშრომლობა.

ყველა მნიშვნელოვანი თემა და შეკითხვა – პარლამენტის თავმჯდომარე „თავისუფალ ხედვაში“ დღეს, 22:30 საათზე, საქართველოს პირველ არხზე.