პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იუსტიციის მინისტრს შეხვდა.
მისივე თქმით, რატი ბრეგაძესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკანონმდებლო რეფორმებს.
„სამუშაო შეხვედრა მქონდა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან რატი ბრეგაძესთან. განვიხილეთ საკანონმდებლო რეფორმები, რომელიც პარლამენტის დღის წესრიგშია. მინისტრმა ასევე, თავისი ხედვა გამიზიარა და პრიორიტეტულ მიმართულებებზეც ვისაუბრეთ.
იუსტიციის სამინისტრო წლების განმავლობაში განვითარებით, რეფორმებით და მოქალაქეებზე ორიენტიურებული მომსახურებით სამაგალითო იყო და მჯერა, მომავალშიც, რატი ბრეგაძის ლიდერობით, ევროპული სტანდარტების მაგალითი იქნება საჯარო სამსახურისთვის, – აცხადებს თალაკვაძე.