პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი სტრატეგიასა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმას წარადგენს
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი დღეს სასტუმრო „ამბასადორი თბილისში“ საზოგადოებას კომიტეტის სტრატეგიასა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმას წარუდგენს.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახსნის.
მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი.
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი კომიტეტის 2017 წლის საქმიანობას შეაჯამებს და მომავალი წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას წარადგენს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის, თბილისის მუნიციპალიტეტის, ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტების, ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის წარდგენა ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.