ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევაზე მომზადებული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა კითხვა-პასუხის გარეშე დასრულდა, სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის თაობაზე მომზადებული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა კითხვა-პასუხის გარეშე დასრულდა.
სხდომაზე საკითხი განსახილველად გივი მიქანაძემ გამოიტანა, ამ დროს სხდომას არცერთი ოპოზიციონერი არ ესწრებოდა, რის გამოც კანონპროექტის განხილვა დაახლოებით ერთ წუთში დასრულდა.
როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განუცხადა, ის, რომ სხდომას ოპოზიციას არ ესწრებოდა, ეს მხოლოდ მათი პრობლემაა.
„კანონპროექტის განხილვა ზუსტად ერთ წუთში დასრულდა, სხდომათა დარბაზის წინ ვიდექი და საკითხის განხილვა ერთ წუთში დასრულდა. პრობლემა იყო ის, რომ სხდომათა დარბაზში ოპოზიცია არ იმყოფებოდა. როცა მეორე მოსმენა იქნება, იმედია, მუხლობრივი განხილვა იქნება, რადგან კანონპროექტი პრეზიდენტის უფლებამოსილებას ზღუდავს. სხდომაზე რომ არ იყო ოპოზიცია, ეს მისი ბრალია“, – განაცხადა აქუბარდიამ.
კანონპროექტის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატებს, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე დაასახელებს.