პარლამენტის სხდომათა დარბაზში სირენების ხმა ისმის.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ სპეციალური მოწყობილობა ჩართო, რომელიც სირენების ხმას გამოსცემს.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც დეპუტატებმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს და კანონპროექტი ჩავარდა.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.