პარლამენტის შესასვლელთან სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს
საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციის მანქანას გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, დღეს სამართალდამცველები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ატარებენ სპეცოპერაციას.
„სპეცოპერაციას ატარებენ, რომ მონები შეიყვანონ პარლამენტში. ვერ გაგვაჩერებენ, ყველა რომ დაგვიჭირონ, მაინც არ გავჩერდებით. ასე ჯარით მოუწევთ მონების შეყვანა პარლამენტში. ხვრელებსაც ვიპოვით, ღობეებსაც გავანგრევთ, არც დაჭერის გვეშინია და არც არაფრის“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მისი ინფორმაციით, დაკავებულია აქციის სამი მონაწილე.