პარლამენტის შესასვლელთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია გამართეს
საქართველოს პარლამენტის გვერდით შესასვლელთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია-პერფომანსი გამართეს.
აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობასთან მცირე ზომის წყლის ჭურჭელი მიიტანა და არჩილ თალაკვაძის კომოს ტბაზე ვიზიტი გააპროტესტა.
მათი თქმით, ქვეყანაში კრიზისული ვითარების დროს პარლამენტის თავმჯდომარე ძვირადღირებულ სასტუმროებში არ უნდა ისვენებდეს.