საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან ხმაურია. მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ.
ამასთან, პარლამენტთან იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მათზე საშვები დაშვებულია, თუმცა შენობაში მაინც არ უშვებენ.
მედიის წარმოამდგენლები აბობენ, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დეპუტატებისთვის კითხვების დასმა სურთ.
პარლამენტთან არსებულ ვითარებას შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ „მოამბის“ ეთერში.