თბილისში, პარლამენტის შენობის წინ სამი მოქალაქე შიმშილობის აქციას აგრძელებს.
მოშიმშილეებს რუსთაველის გამზირზე გაშლილი აქვთ კარავი.
ერთ-ერთი მოშიმშილის, გიგა ლემონჯავას განცხადებით, ამ დროისთვის, სამი ადამიანი შიმშილობს.
ლემონჯავას განმარტებით, მათ სამი მოთხოვნა აქვთ – თანამდებობა დატოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული პირები და 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით უფლებამოსილების გადამეტებაზე გამოძიება დაიწყოს.