პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე კარვები მიიტანეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მოთხოვნების შესრულებამდე რუსთაველის გამზირზე დარჩებიან. მათ ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი გადაკეტილი აქვთ.
აქციის მონაწილეები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ. ამასთან, მათი განცხადებით, პროპორციულ არჩევნები გარდამავალი მთავრობის პირობებში უნდა ჩატარდეს. „ვიდრე ეს არ მოხდება, არ დავიშლებით“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.