პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება პერიოდულად იძაბება
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიზე ვითარება პერიოდულად იძაბება.
როგორც საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რამდენიმე წუთის წინ სცენაზე გამომსვლელმა გამოაცხადა ინფორმაცია, რომ იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს, რის შემდეგაც მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა, ასევე, ისროლეს ასაფეთქებელი საშუალება პოლიციის მხარეს.
რამდენიმე ადამიანი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.
პარლამენტთან იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები, მათ შორის ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე, მამუკა ხაზარაძე.
პარლამენტთან შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონის მიღებას არ დაუშვებენ.