პარლამენტის შენობასთან პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილმა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია გამართა.
როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ქისტებს არ აინტერესებთ პოლიტიკა და მხოლოდ იმას ითხოვენ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ.
„ამ ხალხს არ აინტერესებს პოლიტიკა. ამ ხალხს მხოლოდ ის აინტერესებს, რომ სახელმწიფომ აღიაროს დანაშაული, რომ თემირლანი მომიკლეს“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
ამასთან, ზაზა სარალიძემ 25 ნოემბერს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია დააანონსა.
„მე ვთხოვ მთელ საქართველოს, რომ 25 ნოემბერს ყველა გამოხვიდეთ პარლამენტთან 14:00 საათზე. შევიკრიბოთ და მოვითხოვოთ ჩვენი შვილების მკვლელებისა და მათი ხელის დამფარებლების დასჯა, – განაცხადა სარალიძემ.