საქართველოს პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კვლავ აქციას მართავენ. პარლამენტის შენობასთან პერიოდულად სიტუაცია იძაბება. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელებას აპროტესტებენ. ისინი სასტვენებით ცდილობენ, პარლამენტის შენობაში შეკრებილ დეპუტატებს ხმა მიაწვდინონ. როგორც ისინი აცხადებენ, მათზე საშვები არის დაშვებული, თუმცა შენობაში არ უშვებენ.
პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ხმაურითა და სასტვენებით სხდომის დაწყებას ხელი შეუშალეს. მოგვიანებით, მათ დარბაზი დატოვეს. სხდომას „ნაციონალური მოძრაობა“ არ ესწრება.